სული ითხოვს…

 

სული სიყვარულს ითხოვს ….ითხოვს და თითქოს მრცხვენია ამისა.მაგრამ რატომ?ისმის კითხვა,რატომ მრცხვენია?და იმიტომ რომ თითქოს პატარა აღარ ვარ,აღარ ვარ იმ ასაკში გრძნობებზე რომ ვითამაშო.მაგრამ ამით ის იცვლება,რომ ისევ ჩემი სული იტანჯება,ტირის და კვნესის .ითხოვს იმ სანუკვარ შეგრძნებას,ოდესღაც რომ განვიცადე და რომ მეგონა რომ საუკუნო იქნებოდა.ჰოი, რომ ცხოვრება ასე რთულია.რაც ამძიმებს ჩემს მდგომარეობას ის არის რომ ვერავის ვერ შესჩივლებ.როგორ შეიძლება მე ხომ უკვე დიდი გოგო ვარ,ზოგი იტყვის რას ამბობ რაღა დროს შენი სიყვარულიბანას თამაშია ამხელა შვილების პატრონი ხარო….ყველა იტყვის რაღაცას,რაც ჩემს მდგომარეობას უფრო მიმძიმებს.ვიღაც გაიცინებს ამ ჩემს აზრებზე რომ თუ სიყვარული გწადია კიდევაც უნდა გადაეშვა მის მორევში ,მაგრამ სად და როგორ?სხვას მეც ასე ვურჩევდი ,მაგრამ ძნელია ის გაითვალისწინო რასაც სხვას ურჩევ….

როცა თავდავიწყებული შეყვარებული ვიყავი,მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვერ შევძელი ამ გრძნობის რეალური შეგრძნება.ვერ აღვიქვი რეალურად.სიყვარული ხომ ასე აბრმავებს ადამიან ,განსაკუთრებით თუ ის ქალია.ქალების გული და გონება სულ სხვანაირად არის მოწყობილი.

სული ითხოვს…მინდა რომ ვიგრძნო თავი,როგორ ცხელი რომანის მთავარი გმირი.გაიცინებთ …აფრენს ეს ადამიანიო,ფილმებში და წიგნებში სულ სხვაა ცხოვრება და რეალობაში სულ სხვაო.მაგრამ….რატომ?რეალობას რა უშლის ხელს?

მახსოვს გატაცებული როცა ვიყავი …სურვილი მქონდა თავისთვის მიმეხედა ,ფორმასი დამეკლო,მოხდენილად ჩამეცვა…..სულს უხაროდა.სულის სიხარული სევდამ შეცვალა გრძნობმ იმისა რომ არავის არ სჭირდები,როგორც ქალი.თუ ვიღაც შემოგხედავს…როგორც დედას,როგორც თანამშრომელს,როგორც ოჯახის დიასახლისს…რავიცი ქალს ბევრნაირად შეიძლება შეხედო.ყველანაირად ოღონდ კი როგორც როგორც ქალს აღარ.ასაკი კი მატულობს მაგრამ სული არ ბერდება ,სული კი კვლავ ითხოვს…ჭეშმარიტ გრძნობას ითხოვს…განა ეს ასე ძნელია?განა გადაგვარდა უიმედოდ ვაჯკაცნი ამ ქვეყანაში?

ამას წინად ჩემი მეგობრის ფეისით ერთ საინტერესო ადამიანს მივაგენი.ჩემი მეგობარი ხშოირად მის ჩანაწერებს და ლექსებს აქვეყნებდა თავის გვერდზე.ეს საინტერესო ადამიანი მამაკაცია და სწორად ამან გამაკვირვა სასიამოვნოდ .ისეთი სისათუთით წერს ლექსებს და პროზას,რომ წყნარი ნერვებით ვერ წაიკითხავ.ეს სიტყვები ან ძალზედ შეყვარებული ადამიანისაა ან პირიქით უიმედოთ შეყვარებულის.ისეთი გრძნობით არის მისი თითოეული სიტყვა გაჟღენთილი,რომ ქალს რომელიც ამ სიტყვებს წაიკითხავს აგრძნობინებს თითქოს ავტორი მასზე იყოს შეყვარებული.

,,ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ…. ნეტა იცოდე, როგორ მენატრება ახლა შენი თვალები… ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა… ნეტა იცოდე როგორ მენატრები ხოლმე…
მახსოვს, მიყვარხარო სულ რამდენიმეჯერ მითხარი… თან ისე ჩუმად, ისე ხმადაბლა… ახლა ვფიქრობ, ხომ არ მომეჩვენა მეთქი…
გუშინ ლექსი დავწერე, შენ გულზე მეტად, შენს თვალებს ვენდობი მეთქი… და მართლა ასეა, შენი თვალები უფრო მეტყველია… მე მიყვარს შენი თვალები… გულიც მიყვარს… მაგრამ გული თავგზას მიბნევს, თვალებია ერთადერთი, რომელიც არ ტყუის…
მე, შენი თვალები მიყვარან…
იცი? მე ვიცი, რომ შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ, მაგრამ შენს თვალებს და ჩემს გულს ვერაფერი მოვუხერხე, შენი თვალები კვლავ მეძახიან…
ვიცი, მე არაფრის ღირსი არ ვარ, ვიცი… მითუმეტეს შენგან… ჩემს გამო იმდენი ტკივილი გადაიტანე… ყველა სხვა, ნორმალური ჩემს ადგილას, ალბათ… თავს დაგანებებდა და მთელი ცხოვრება, თავდახრილი ივლიდა, მე კი…
მე, ალბათ არანორმალური ვარ… მე თავს, შენი სიყვარული მაწევინებს მაღლა… ამიტომ მაპატიე, ჩემი თავაწეულობა…
შენც ხომ სულ გადარეულს მეძახი… ახლა ვფიქრობ, ალბათ, მართლა გადარეული ვარ და ეს, გადარეულობაც მაპატიე… მაგრამ, ეს გადარეულობა, შენი თვალების ბრალია იცოდე…
ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ…. ნეტა იცოდე, როგორ მენატრება ახლა შენი თვალები… ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა…
იცი, ახლა რომ მოვკვდე, დარწმუნებული ვარ, იქაც ვერ გავძლებ შენი თვალების გარეშე… მე შენმა თვალებმა მასწავლა სიყვარული და უმორჩილესად გთხოვ, ნუ დამტოვე შენი თვალების გარეშე… უშენოდ მე ბრმა ვარ…

უბრალოდ წაიკითხეთ არ ვიტყვი ამ ადამიანის სახელს და გვარს რეკლამაში რომ არ ჩამითვალოტ,მაგრამ არ არის განა გრძნობით სავსე სიტყვები?

აი კიდევ რას იტყვით?

,,აი, უკვე მერამდენე დღეა, სიჩუმე მეფობს…
ირგვლივ წყვდიადია…
სიბნელე…
მერამდენე დილა გათენდა და მერამდენედ დაუღამდა დღეს…
მერამდენედ მესიზმრები და ვინ მოსთვლის, მერამდენედ მენატრები…
აი, უკვე მერამდენე დღეა ვზივარ და ვფიქრობ…
ვფიქრობ და ვდარდობ…
ვდარდობ და ვფიქრობ…
ფიქრებმა წამლეკა და წამიღო…
მივცურავ ასე, ფიქრებში და არც კი ვეწინააღმდეგები… არ ვბრძოლობ, იმიტომ, რომ ვიცი ეს არაფრის მომცემია…
აი, უკვე მერამდენე დღეა ცაზე ვარსკვლავებს ვითვლი…
ვარსკვლავები თვალებს მაგონებენ, ასე რომ მიყვარდა, იმ თვალებს… თვალებს, რომელშიც სიხარული და სევდა ერთნაირად იღიმოდნენ…
მენატრება ეგ თვალები… ასე ახლობელი და ასე ლამაზი…
რა ლამაზი ყოფილა ცა ღამით… ვარსკვლავებით მოჭედილი ცა…
ვარსკვლავების ციმციმი მაბრმავებს, თითქოს ერთმანეთს ესაუბრებიანო… სულ ციმციმებენ….
აი, უკვე მერამდენე დღეა, უშენოდ ვითვლი ვარსკვლავებსაც და დღეებსაც…
აი, უკვე მერამდენე დღეა, უშენოდ ჩუმად ვარ…
გიხსენებ და მიკვირს…
მიკვრის ჩემი თავის… “

,,

ისე მიყვარხარ, რომ…

ისევ მომენატრე,
ახლა გამეტებით…
ისევ, დამიტოვე გულში იარები…
აპრილს ველოდი და
აქაც, ვერ ვეტევი…
მთელი გაზაფხული,
ჩუმად ვიარები…

მაინც დაგეწევი,
არსად დამემალო…
მაინც, შემოგხედავ ღამის თვალებიდან…
ისე აირია,
ირგვლივ არემარე…
რომ ვერ ამოვედი, მარტის ვალებიდან…

მაინც გელოდება,
ღამე მთვარეული…
დილა უსაშველო ლოცვად გამიგრძელე…
ისევ გავიღვიძე,
ცოტა არეულმა…
უკვე, მერამდენე მარტი გამიძელი…

მაინც დავეწევი,
წარსულს, სიარულით…
გულში ჩავიხუტებ, ღამეს გამეტებით…
უკვე,
აღარა ვარ, ისე მხიარული…
და ერთ გაზაფხულშიც, უკვე ვერ ვეტევი…

მაინც შევეცდები,
სხვას არ შეგადარო…
ისევ გავაღვიძებ ცას და დედამიწას…
სულ რომ მიმატოვო,
ისე მიყვარხარ, რომ…
კიდევ ერთ გაზაფხულს, ვეღარ გადავიტან…”

 


გაცრუებული წარსული

თხუთმეტი წელი….თხუთმეტი წელი გვაშორებდა….თხუთმეტი წელი ინფორმაციულ  ვაკუუმში ვიყავი,მარტო ვიცოდი რომ დაქორწილდი და მეტი არაფერი…ისე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან არც კი ვიცოდი რატომ …მაგრამ თხუთმეტი წლის შემდეგ ისევ მოულოდნელად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში.ტელეფონის ზარით შემოიჭერი ჩემს სივრცეში,მოულოდნელი სატელეფონო ზარი.

შეხვედრა მთხოვე და უარი არც მე მითქვამს,თითქოს წარსულში დამაბრუნა შენმა ხმამ,ცდუნებას ვერ გავუძელი უარი რომ მეთქვა და დაგთანხმდი შეხვედრაზე.

დაგთანხმდი და დავკარგე თავი….მოსვენება ….ერთიანად დამენგრა ის მშვიდი ცხოვრება რაც ამ ხნის განმავლობაში შევაკოწიწე.წარსულმა გეძნობამ იჩინა თავი ახლებურად და …..ყველაფრის მეჯერა რასაც ამბობდი,რასაც აკეთებდი.დაქალები აშკარად ხედავდნენ ჩემში ცვლილებას,გული გრძნობას ვეღარ იტევდა და ფოსფორივით ვანათებდი ირგვლივ.

მაგრამ დრო გადიოდა და თანდათან გატაცებულობამ ჩემში რეალობამ შეცვალა,რეალობამ ,რომელსაც ადრე თუ გვიან ვერსად გაექცევი,თვალიდან გრძნობის ნისლი ჩამომშორდა და ….რა ისევ დაგკარგე,რადგან თუნდაც საკუთარი სიყვარულის ფასად ოჯახს ვერ დაგინგრევდი,და არც აპირებდი ამას ,მაგრამ იმ ქალმა რა დააშავა რომელსაც შენი ცოლი ქვია და შენს შვილებს ზრდის.მან რა დააშავა ასეთი ქმარი რომ ყავს….

მეც კარგი ვინმე ვარ,ავყევი ,,გრძნობას”….როდის იყო სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას იწყობდნენ?

მაგრამ ცუდი ის არის,რომ ამ ხნის განმავლობაში შენი ნამდვილი სული შევიცანი,მე არ ვიქნებოდი შენი სყვარელი ჩემს ადგილზე სხვა ქალი იქნებოდა .რაც სულ მალე დაამტკიცე .მართალია ჩვენ თიტქოსდა ,,მეგობრებად “დავრჩით, მაგრამ არ მწამს ასეთი მეგობრობის.

სულ მალე ჩვენი ურთიერთობის ფინალიდა გნახე სულ სხვა ქალთან.დარწმუნებული ვარ მის მერე სხვა იქნება ,ერთხელ შენ ხო თქვი კიდეც რომ ძებნაში იყავი….

მეჯერა შენი სანამ დროებითი გონების დაბნელება მჭირდა.(არავინ არ თქვას რომ ცხოვრებაში მსგავსი რამ არასოდეს არ  მოსვლია),ხოლო როცა ეს ნისლი ჩამომშორდა თვალიდან აღმოვაჩინე ,რომ სჯობდა საერთოდ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში თხუთმეტი წლის შემდეგ,რადგან წარსულში …იმ შორეულ წარსულში  უკეთესი იყავი ,ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებში.ძალიან მტკივა გული წარსული….ის შორეული ჩემი წარსული კრახით დაბრუნდა თხუთმეტი წლის შემდეგ.ტირის მთელი ჩემი სულიერება,მაგრამ მე ხომ ამის მეტი აღარაფერი დამრჩენია ცხოვრებაში.ვიცხოვრებ ამით და ვიტიორებ ჩემს გულთან ერთად.

მაგრამ იმასაც აღვიქვამ რომ ეს აბსოლუტური სისულელეა,რომ შენნაირი ადამიანისთვის არ ღირს ცრემლის ღვრა….მაგრამ ალბათ დრო ყველაფრის მკურნალია…..


უაზრობა

ვაიმე….ადამიანს ამ სიცხეში კიდევ სიცხე რომ ექნება,მითხარით როგორ უნდა იაზროვნოს ან უმუშავოს რა…საშინელი ანგინა და სიცხეები მაქვს.ვერ ვაზროვნებ ისე ვარ.დღეს ცოტა გამოვედი და ეგრევე მოვაშურე კომპს.

ამ ოხერმა კომპიუტერმაც როგორი მიჩვევა იცის.როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდება ,მაშინვე მისკენ გავრბივარ.ამას რა ჰქვია?კომპიუტერდამოკიდებული? :) ალბათ

მინდა რამე ახალი დავწერო და თავში არაფერი მოდის,ყოველ შემთხვევაში არაფერი ნორმალური….რა ვქნა?  :(


სიზმარი

რა უცნაური სიზმარია…და რა ცხოვრებისეული,თითქოს მართლაც გადამხდა თავს.დილით ისე სულითხორცამდე შეძრულს გამეღვიძა,თითქოს ის იყო ,,სიზმრიდან” დავბრუნდი.

…..-კი,მაგრამ იქით წასვლა საშიში არ არის?იქით ხომ ეიძლება დაგვიჭირონ,მერე ვინ გამოგვიხსნის ტყვედ რომ ჩვვარდეთ?

-არა,შვილო ნუ გეშენია,ასე კვლავაც გადავსულვართ ნათესავებში მინდორ-მინდორ.იქ იარაღიანი ხალხი ნაკლებად შეგვხვდება.

-მე რომ შემოვედი ფარულად,ასე არ შეიძლება თაქსით რომ გავიდეთ?

-არა შვილო,-უპასუხა დეიდამ,-ტაქსით უფრო დიდი დზის შემოვლა მოგვიწევს,მინდვრით უფრო მალე ვიქნებით,თანაც შენ ხომ ადრე გინდა დაბრუნდე უკან.

-ჰო,დროულად რომ არ დავბრუნდე ჩემები პანიკაში ჩავარდებიან,ისედაც არ უნდოდათ ჩემი გამოშვება.

საღამოსთვის უკვე ნათესავებთან იყვნენ,ღამე იქ გაათენეს  და მეორე დღეს სადილისს შემდეგ უკან გზას დაადგნენ.
დეიდა ახალი ნაავადმყოფარი იოყო და უკან ნელი ნაბიჯით მიყვებოდა ლიზას.გარკვეული დროის შემდეგ ლიზამ უკან მოიხედა და…
დეიდა…არსად ჩანდა. ,,რა ვქნა სად წავიდა?ეს წუთია აქვე ახლოს მომყვებოდა,დეიდა სად ხარ?”
დაძახებისაც შეეშინდა,არავის არ გაეგო ხმა,ერთხანს თითქოს პარალიზებული ადგილს მიეყინა,მერე კი ახლომახლო ადგილები შემოირბინა,მაგრამ უშედეგოდ.იქვე მინდვრის პირას ხის მასივი იყო გაშენებული,მის იქით კი გზა…ასფალტიანი გზა გადიოდა.
ეს გზა ხომ დეიდის სახლისკენ მიდიოდა.იქნებ….

გზაზე გავიდა.კაციშვილის ჭაჭანება არ იყო,დაღმართს დაუყვა იმედით იქნებ დეიდას წასწყდომოდა.მაგრამ უშედეგოდ.
წინ გზაზე მილიციელის ფორმაში  გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი მოდიოდა.ლიზა შიშმა აიტანა….რა ჰქნას?მათი ენა კარგად არ იცოდა,მხოლოდ ესმოდა,მაგრამ პასუხს ვერ აძლევდა.

მილიციელმა ალბათ შიში ამოიკითხა  ქალის სახეზე და რაღაც იეჭვა,რადგან მიახლოვებისას მაშინვე დოკუმენტები მოსთხოვა.ლიზა მამაკაცის სიმაღლემ და ომახიანმა ხმამ მთლად დანაცრა და დაფერფლა შიშისგან.თითქოს გიპნოზის ქვეშ იყო ჩანთიდა თავისი პირადობის მოწმობა,ქართული მოწმობა ამოიღო და გაუწოდა.რატომღაც მილიციელი ამან გააცვიფრა.

-აქ რას აკეთებთ ლიზა?-სახელი პასპორტში ამოკითხა,-აქ რას აკეთებთ ,ამ დროს ,მარტო?

- მე დეიდას ვეძებ…დაიკარგა…ავადმყოფია და მეშინია მის გვერდით რომ ვერ მნახავს ინსულტი გაუმეორებს,-სრულყოფილი რუსულით უპასუხა ლიზამ.მაგრამ მილიციელი შეშლივით უყურებდა,მაგრამ გადაწყვიტა საუბარი გაეგრძელებინა.

-სად იყო დეიდაშენი,რომ დაიკარგა?

-ნათსავებთან ვიყავით,და იქიდან ვბრუნდებოდით სახლში,მაგრამ უკან რომ მოვიხედე დეიდა იქ აღარ იყო….რა ვქნა ეხლა?ნერვიულობაზე ისევ ავად რომ გახდეს რა ვქნა მერე,-ცრემლებით სავსე თვალები შეანათა ლიზამ.

-თუ იცით რომ ახლა თქვენ უფრო საშინელ მდგომარეობაში ხართ ვიდრე დაკარგული დეიდათქვენი?-მილიციელმა მაღლა  ქართული პასპორტი აწია.- ამით ვინმეს რომ ჩაუვარდეთ იცით რო ვეღრაფერი გიშველლით?

თითქოს მომხდარის მხოლოდ ახლა მივიდა ლიზას გონებამდე,სახეზე საშინელი სასოწარკვეთილებამ და ნაცრისფერმა გადაჰკრა.რამაც მილიციელი ცოტა არ იყოს შეაშინა კიდეც ხელზე არ შემოჰკვდომოდა.რაღც უნდა იღონოს თორემ ეს საცოდავი შტაბში რომ ჩაუვარდეს ბიჭებს,სულს ვეღარ გაიტანს იქიდან,მარტო შიშზე დაემართება რამე.

ამ ფიქრში იყო რუსლანი ,რომ შეამჩნია რაღაც უცნაური ემართებოდა ქალს.ცახცახს აეტანა,სახეზე ნაცრისფერი ედო და ტუჩები უკანკალებდა.

-ეი,ეი,…რა გჭირს?…ნუ გეშინია,არავის არ დავანებებ შენს თავს,ნუ გეშინია.-და თავის სიტყვებმა თვითონვე გააკვირვა,ასეთი სენტიმენტალობა მასში არასდროს არ ყოფილა.-რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვიქნები,ნუ გეშინია.მოდი აქ ჩამოჯექი.

მხარზე ხელი მოხვია და იქვე წაქცეულ ხეზე ჩამოაჯინა.ქალმა მანუგეშებელი სითბო იგრძნი თუ არა მაშინვე ისტერიული ტირილი აუვარდა.რუსლანი ვერასდროს ვერ იტანდა ცრემლებს და ახლა მიტუმეტეს უცნობი ქალის…თანაც,,მოწინააღმდეგე”კლანის წარმომადგენელი ქალის ცრემლებმა სულ დააბნია.ერთადერთი რაც მოახერხა,ახლოს მიზიდა , გულში ჩაიკრა და პატარა ბავშვივით დაუწყო დამშიდება.

ლიზა მიხვდა რომ მისი საქმე წასული იყო,რომ დეიდის ძებნაში თავად აღმოჩნდა საშინელ მდგომრეობაში,მაგრამ რატომღაც ეჯერა ამ უცხო მამაკაცის სიტყვების,მიუხედავად იმისა რომ მისი ერთი შეხედვა შიშის ზარს სცემდა.

-ახლა რა იქნება?-ამოიზლუქუნა ლიზამ ტირილით რომ გული იჯერა.

-ჯერ არ ვიცი,მაგრამ რამეს მოვიფიქრებ….აუცილებლად მოვიფიქრებ,-ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა რუსლანმა.-ოღონდ ეს ჯერჯერობით ჩემთან დარჩება,ყველასთვის ასე აჯობებს.შენ კი ჩემთან წამოხვალ.

-სად…სად წამოვალ?უნდა დამიჭიროთ?

-დაჭერილი არ ხარ?-ნაღვლიანად ჩაიცინა რუსლანმა.-კაი,გეხუმრე ნუ გეშინია,რამეს მოვიფიქრებ უსაფრთხოდ რომ გაგიშვა აქედან.თუ გინდა აქედან უსაფრთხოდ გახვიდე,ამისათვის ეცადე ყოველთვის ჩეს გვერდით იყო.მოდი ასე მოვიქცეთ,რუსულად საკმაოდ გამართულად ლაპარაკობ,ასე რომ ურიგო არ იქნება თუ ვიტყვით რომ  ჩრდილოეთიდან ხარ სტუმრად. საქეიფოდ იყავით გასულები და შენ როგორღაც დაიკარგე,ჩამორჩი შენიანებს.ამასობაში გადაეყარე ქუჩის ბავშვებს,აქ ისინი ყოველთვის ბლომად არიან და არავის გაუკვირდება.ბავშვებმა შეგაშინეს და ამიტომ ხარ ამ მდგომარეობაში.-ლიზამ გაკვირვებული თვალებიტ ახედა.-ჰო,…იცი როგორ გამოიყურები?კარგი, ეგ კიდევაც გვაწყობს მასე რო ხარ .დღეს მორიგე ვარ და ღამე ჩემთან დარჩები,ხვალ კი როგორც შევიცვლები ქალაქში ჩაგიყვან.

-სახლში მინდა,-პატარა ბავშვივით ისევ აზლუქუნდა ლიზა.

-ვიცი მაგრამ მოგიწევს მოთმენა,თანაც შეიძლება ბევრის მოთმენა მოგიწევს.არა…არ გაშინებ.ეხლა დროა ასეთი,ყველა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს არც უნდა გაგიკვირდეს.არავის არაფერი უთხრა ჩემს გარეშე.

-მეშინია,მაგრამ მე მჯერა შენი.-თქვა ლიზამ და ფეხზე წამოდგა.

-კარგი წავედით და გახსოვდეს რაც გითხარი.

ამდენი ავტომატიანი გაუპარსავი ,უხეში ხალხის დანახვაზე ლიზას სიმამაცემ კვლავ უმტყუნა და ისევ კანკალმა აიტანა.სასმლისგან შეზარხოშებულმა კაცებმა ქალის დანახვაზე უწმაწური ხუმრობები გაუშვეს რუსლანის მისამართით,მაგრამ რუსლანის ერთმა ქუხილისმაგვარმა ხმამ ყველა ადგილზე მოსვა.ლიზას ხელი მოკიდა და ოთახში აიყვანა.

-ასე თუ გააგრძელებ ხელზე შემომაკვდები და მერე ტერორისტობაში დამდებენ ბრალს რომ ქართველი შემომაკვდა.დაწყნარდი,ნუ გეშინია არავინ ხმას არ გაგცემს.

წამოდგა მეომარი და ლიზი ხელში ჩააფრინდა.

-წყალს დაგისხავ აქ ვარ.

მიაწოდა წყალი და კარიდან გაიძახა,რომ ექიმისთვის დაეძახათ.სანამ ექიმი მოვიდოდა კარში რუსლანივით ვეებერთელა კაცი შემოვიდა.

-ვინ არის ეს ქალი რუსლან?აქ რამ მოგაყვანინა ქალი?-თავიანთენაზე მიმართა უცნობმა.

რუსლანმა მოკლედ გადასცა მისივე მოგონილი ისტორია და დაატანა.

-ეს ქალი ჩემია ურუზმაგ და ნებისმიერს მოვაჭრი ყელს მისი გულისთვის.ყველას გადაეცი.

ამ სიტყვებმა ლიზი სულითხორცამდე შესძრა,მამაკაცები დარწმუნებულები იყვნენ,რომ ქალს ერთი სიტყვაც არ ესმოდა.ეს რა ხდება?…ნუთუ მოტყუვდა ლიზი მისი სითბოთი?…არა…რა მნიშვნელობა აქვს მას ხომ არჩევანი არ აქვს.

ექიმი შემოვიდა.

-მიხედე რა შეშინებულია და რამე დამამშვიდებელი მიეცი რა დაისვენოს.

რატომღაც ექიმის მზერა ლიზას არ ესიამოვნა,აშკარად ისიც ნასვამი იყო.რატომღაც ,,შეშინებულ ქალს ძალიან ორაზროვნად დაუწყო გასინჯვა,რამაც ლიზა ისე აღაშფოთა,რომ წამიერად დაავიწყდა კიდეც სად იმყოფებოდა.წამოხტა და ექიმს სილა გააწნა.

-ოხ,შე ბოზოო,-ამოიღრიალა ექიმმა და ხელი გაშალა დასარტყელად,მაგრამ რუსლანმა მოასწრო და დარტყმა აარიდა.დაავლო ნასვამ ექიმს ხელი ქეჩოში და ისეთი საშინელი ხმით ჩასჩურჩულა ყურში:

-ექიმო ხო არ გინდა წირვა გამოგიტანო ახლავე?დაიოკე შენი ბინძური ხალები,თორემ…

-რუსიკ, რაღაც ერთი ბოზის გულისთვის შენს მეგობარზე ხელს ასწევ?

-ტამბოვის მგელია შენი მეგობარი ,გაეთრიე,თორემ შენ დაგჭირდება ექიმი.ნაძირალა ვერ ხედავ ისედაც შეშინებულია ადამიანი?!

აქამდე გვერძე უმოქმედოდ მდგარი რუსლანთან მოსაუბრე მამაკაცი შუაში ჩაუდგა მამაკაცებს და ექიმს კარისკენ უბიძგა.

-რუსლან შენს მაგივრად დღეს მე დავრჩები აქ და წაიყვანე ეს ქალი,სანამ რამე შარი არ შემოუტანია ჩვენს შორის.აქ რამ მოგაყვანინა?

-მორიგე ვიყავი და არჩევანი არ მქონდა,-მთელი ძალით მიჰკვროდა რუსლანს ქალი გულზე და შემოდგომის ფოთოლივით ცახცახებდა.

-ხო და წადი მე გიშვებ,მიხედე თავსაც და ამ ქალსაც.

-მადლობა ახსარ,ამას არ დაგივიწყებ.წამოდი წავიდეთ,-თავიოს ქურთუკი მოახურა ქალს და კარისკენ უბიძგა.

-რუსლან,-კართან მიაწია ხმა ახსარმა,-ჭკუით იყავი ჩემო ბიჭო,საქმე არ გაიფუჭო.

ეზოში  გამოსულებს ყველა სიბრაზე ნარევი ინტერესით უყურებდა.რუსლანმა უჩუმრად მანქანის კარი გაუღო და დაელოდა ქალი როდის ჩაჯდებოდა,კარი მიუხურა და მერე მიუჯდა საჭეს.ძრავი ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა.

-ეხლა სად მივდივართ?-ცრემლით სავსე ხმით ჩაილაპარაკა ლიზამ.-ჩემი გულისთვის ნამდვილად პრობლემა გექნება.

-შენ მაგაზე არ იდარდო,ყველაფერი კარგად იქნება,მე ხომ შეგპირდი.-სიჩქარე გადართო და ლიზას ხელი დაადო ხელზე,თითქოს ამან დამამშვიდებლად ქალის ნერვებზე.

-სად მივდივართ?

-ჩემთან სახლში,დაისვენე და დასვენებულ თავზე ერთად მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ.

სანამ რუსლანის სახლს მიაღწიეს ჩამოღამდა კიდეც.სადარბაზოსთან მანქანა გააჩერა და ლიზა მანქანაში დატოვა,თვითონ კი მაღაზიაში გადაირბინა,ცოტა საჭმელი აიღო და ლიზა ბინაში იაყვანა.

-აქ მარტო ცხოვრობ?-თვალი მოავლო ბინას.

-არა დედასთან და დასთან ერთად,ოღონდ ეხლა არ არიან აქ.დაწყნარდი,-უკვე მერამდენედ უთხრა რუსლანმა.-მოიკალათე და ეხლა ჩაისაც მოვადუღებ,ყავა ხომ არ გინდა?ეხლა ყველა ყავას უფრო სვავს.

-არა ჩაი მირჩევნია,ცოტა მცივა და გამათბობს.

-ეგ ნერვების ბრალია ,დღეს ძალიან ინერვიულე ,აი ამ ყუთში დედაჩემის წამლებია და აირჩიე რამე დასამშვიდებელი მე მანდ არაფერი გამეგება.

-მადლობა,-ჩამოართვა ყუთი და აირჩია ვოლოკარდინის წვეთები,-აი ამას დავლევ,ოღონდ პატარა ჭიქა მინდა.

…ცოტა ხნის შემდეგ რუსლანი კვლავ შემოვიდა ოთახში ტანსაცმლით ხელში.

-ეს ჩემი დის ტანსაცმელია წყალი ხო არ გინდა გადაივლო?და დაწექი დაიღალე დღეს.

ცხელი ჩაის და წყლის ჯადოსნობამ თავისი გაიტანა და ლიზას იქვე დივანზე ჩაეძინა ტელევიზორის წინ.

….კოშარი…კოშმარს ხედავს.წამოჯდა ქალის ყვირილზე რუსლანი,თიქოს ვერ ჩავარდა გონში თავიდან,მაგრამ ქალის ხმით ტირილმა წამიერად მოიყვანა გონზე.წამში ლოჯში გაჩნდა ,სადაც ლიზას ეძინა.საცოდავი ქალი საშინელ კოშმარს შეეპყრო და ტიროდა.

-სუუ…აქ ვარ ლიზა გაიღვიძე,ეს მხოლოდ სიზმარია გაიღვიძე,მე შენთან ვარ.-წამოაყენა მძინარე ქალი და გულში ჩაიკრა,მის ცრემლიანი სახის შეხებაზე ლოყა დაუსველდა და ისე დაუწყო ქალს კოცნა თავის თავს ანგარიშს არ აძლევდა.-აქ ვარ…გაიღვიძე,ეუსლანი ვარ …ჩემთან ხარ…

მხსნელი ხმა ლიზას დაბინდულ გონებაში გაისმა და მიჰყვა ამ ხმას რათა საშინელი კოშმარიდან გამოეღწია.რაც უფრო რეალობას უბრუნდებოდა ,მით უფრო იძირებოდა სხვა მორევში,გრძნობათა მორევში.თითქოს ეშინოდა კოშმარი არ გამეორებულიყო,მთელი ძალით მიეკრო,თითქოს ეშინოდა არ გაღვიძებოდა და სიზმარი არ გამქრალიყო.

-არ წახვიდე ,არ დამტოვო,-ამოიტირა ლიზამ.-მეშინია არ დამტოვო…შენ ხო შემპირდი…

ამ სიტყვებზე კაცი მოშორდა ლიზას სახეს და ცრემლით სავსე თვალებში ჩახედა.

-ოხ,რა შარში გავყავი თავი,ლიზა არ შეიძლება…სწორად არ ვიქცევით…ეშმაკმა დალახვროს…მე რაღა ჯანდაბა მომდის.

ამ სიტყვებზე რუსლანი ტყვია ნაკრავივით წამოხტა,ხელები თავზე შემოივლო და ოთახში დაჭრილი მხეცივით დაიწყო ბოლთის ცემა.

-არ ვიქცევი სწორად…-მონოტურად გაიძახოდა

-რუსლან,-საოცრად ჩესმა ქალის ბაგიდან საკუთარი სახელი,-გთხოვ ახლა არა…არ დამტოვო მარტო.

-ეშმაკმა დალახვროს,-ჩაილაპარაკა  რუსლანმა და კვლავ ლიზის დაუბრუნდა .

იცოდა რომ ამაზე ხვალ ძალიან ინანებდა,მაგრამ ეს მოხდებოდა ხვალ. დღეს…დღეს კი….

დილით თვალი გაახილა თუ არა ლიზამ,დილასთან ერთად დაბრუნდა რეალობა და განსაცდელი,რომლის მსხვერპლიც თავად გახდა.მაგრამ წინა ღამის გახსენებაზე რატომღაც სინანულს არ გრძნიობდა.გრძნობა იყო,მაგრამ არა სინანული…ეს გრძნობა სინანული ნამდვილად არ იყო.

.ოთახს თვალი მოავლო,მაგრამ რუსლანი არსად ჩანდა.მაგიდაზე წერილი დახვდა:მალე ვიქნები,გარეთ არ გახვიდე”

ნახევარ საათში რუსლანიც დაბრუნდა.

-როგორ ხარ?

კარგად,მაგრამ სახლში მინდა…

-მესმის,აბა მითხარი სად ვეძებო შენები?იქნებ რამე გავახერხო,რომ მშვიდობიანად გაგიყვანო აქედან,-თითქოს საკუთარი ხმა სადღაც გვერდიდან ჩაესმა რუსლანს და გული შეეკუმშა,მაგრამ არ შეიმჩნია.

-დეიდაჩემის ოჯახი სტალინის ქუჩაზე ცხოვრობს,იქნებ დავურეკოთ და გავიგოთ დეიდაჩემი სახლში მივიდა თუ არა?

-რა?შენი ნათესავები აქ ცხოვრობდნენ  და არაფერი თქვი?

-თავიდან შემეშინდა,ჩემებისგან რამე ზიანი არ მიმეყენებინა ,მერე კი უკვე გვიან იყო.

-ჰო,გვიან არის…

-რას გულისხმობ?-გულში ცუდმა ეჭვმა გაურბინა ლიზის,მაგრამ შეეცადა არ შემჩნეოდა.

უკარნახა დეიდაშვილის ტელეფონის ნომერი და სთხოვა დაერეკა.ყველაფერი დამთავრდება…მალე დამთავრდება,მაგრამ ეს მხსნელი სიტყვები რატომღაც შვებას არ ჰგვრიდა.მალე დამთავრდება ყველაფერი…და …

აღმოჩნდა დეიდა ცოტა ხნით ჩამოჯდა,დაიღალა,თავი ცუდათ იგრძნო და არ უნდოდა ლიზი შეეშინებინა.მაგრამ ცოტა ხანში მიხვდა რომ ლიზის ასცდა.ტაქსი დაიჭირა და სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა იმ იმედით,რომ ლიზი ქალაქს კარგად სცნობდა და შეიძლებოდა სახლში წასულიყო.მაგრამ სახლში მისულს იმედ გაცრუება ელოდა და იქ დაიწყო საშინელება.წნევამ  აუწია და დადწრწფოს გამოძახება მოუწიათ,ექიმებმა გაუკეთეს ძლიერი დამამშვიდებელი წამლები,ინსულტის გამეორება რომ აეცილებინათ თავიდან.ასე რომ მთელი ღამე ეძინა,ხოლო ლიზის დეიდაშვილმა მთელი საახლობლო გადააბრუნა,სადაც შეიძლებოდა რომ ლიზის თავი შეეფარებინა მაგრამ უშედეგოდ.

დილით კი გაისმა ტელეფონის მხსნელი ხმა…..

…..-ერთი წუთით დამტოვეთ რა რუსლანთან მანქანაში მარტო.

დარჩნენ ერთად,მაგრამ სივრცე მძიმე სიჩუმემ დაიკავა,თითქოს დრო გაჩერდა.

-ყველაფრისათვი დიდი მადლობა….შენი თავი ღმერთმა მხსნელად გამომიგზავნა….-ჩუმად ტიროდა ლიზა.

-არაფერს….ალბათ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს…

-ალბათ…

-ელიზა შენთვის დაუძახია ვინმეს?-ლიზის ცოტა უცნაურად მოესმა კითხვა.

-არა.

-ხოდა მე დაგიძახებ ელიზას!შენ იქნები ჩემი ელიზა,მარტო მე დაგიძახებ ასე

-არც მე არავის მივცემ უფლებას შენს მეტი ვინმემ დამიძახოს ასე.

…კვლავ სიჩუმე.მომაკვდინებელი სიჩუმე და ამავდროულად ბევრის მთქმელი.

-წავედი ახლა მე…

-ჰო…

კარი გაიღო და ლიზამ დააპირა მანქანიდან გადასვლა.

-ელიზა…-ლიზიმ ცრემლიანი თვალებით მოხედა.-შენ ყოველთვის ჩემი ქალი იქნები.მუდამ!-ჩაილაპარაკა თავის ენაზე რუსლანმა.

…ო,ღმერთო! ….ნუთუ მართალია. სასწაული…შვილი… მათმა მოკლე შეხვედრამ შედეგი გამოიღო.ლიზამ ტესტი დაიდო წინ და…ისევ ტირილი დაიწყო…მას მერე  ცრემლები მისი განუყრელი მეგობარი გახდა.

ბავშვი …ღმერთო …მადლობა ეს ხსნა მაინც რომ მომივლინე…

დრო ავტომატურ რეჟიმში გადიოდა.სამსახურს შეაკლა მთელი დრო,რომ არაფერზე არ ეფიქრა.არ ეფიქრა ,რასაც ვერ შეცვლიდა,ვერ უშველიდა და მთელი გულით ელოდა  ბავშვის დაბადებას.სახლში მარტო როცა რჩებოდა, დროს შვილთან საუბარში ატარებდა .უყვებოდა მამამისი როგორი ლამაზი და გულადი იყო.რომ მისი ბრალი არ იყო ეხლა მათთან რომ არ იმყოფებოდა.დრომ მოიტანა ,ომიანმა დრომ.მოძმეთა ომმა მოიტანა ეს უბედურება,რომ მამა შვილს ერთი ხელის გაშვერაზე ყავდეს და არც კი იცოდეს მისი არსებობა….

მშობიარობამ კარგად ჩაიარა,ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.საოცრად ჰგავდა მამას,თითქოს მისი ასლი ყოფილიყოს.აქვს იმის საშუალება შვილი ბედნიერ ბავშვად რომ გაზარდოს,მას მაინც არ შეეხოს ომის სიმახინჯე.

..სამი თვეა რაც მე და ჩემი შვილი უკვე ერთად ვართ,სამი თვე შესრულდა შვილის დაბადებიდან.პარკში  ბავშვების ჟღურტული ისმოდა.ლიზის შვილს კი ტკბილად ეძინა ეტლში.მალე ჭამის დრო მოსდის და ლიზიმ გეზი სახლისკენ აიღო.

-ელიზა!…

ლიზის ნაცნობი სახელის გაგონებაზე ტანში გასცრა,მაგრამ იფიქრა სხვას დაუძახეს და გზა გააგრძელა.

-ელიზა! ელიზა!

არა …ამ ხმის დავიწყება ხომ შეუძლებელია,ეს ხმა…მოიხედა ….და …ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა….რუსლან…

-ჩუ,ყველაფერი კარგად არის.ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება.მოდი აქ ჩამოჯექი.აი ასე….ყველაფერი კარგად იქნება.

-როგორ….აქ როგორ აღმოჩნდი….როგორ?

-ელიზა ეს ხომ ჩემი შვილია?..ჩვენი შვილი?

თანხმობის ნიშნად ლიზამ თავი დაუქნია.

-რუსლან ,…როგორ …აქ როგორ აღმოჩნდი?

-ელიზა,ახლა მე ვარ შენი ტყვე,აგერ უკვე რამდენი ხანია?!-ჩაიცინა და მერე სერიოზული ხმით დაამატა,-მე ნახევრად ქართველი ვარ,დედა ქართველი მყავს.ჩემს შვილს კი მამა სჭირდება.


აი მეც მოვედი…
ცოტა დავიგვიანე თქვენთვის ახალი ამბების მოყოლა ,მაგრამ გულითადად მომიტევეთ.ძალიან ახალბედა ვარ…და სწავლის პროცესში ვარ.
აზრები კი ბევრი მაწუხებს,მაგრამ….დრო ეს დასაწვავი დრო.არა ,აი აქ ვარ და დღეს აუცილებლად დაგიტოვებთ დანაპირებს.


სიცოცხლე მშვენიერია

ჰეი…მოვედი,აგერ მეც აქ ვარ! შემოვაღწიე,მოვევლინე,მოვევლინე და ჰოი საოცრებავ რა კარგი ყოფილია სიცოცხლე.სიცოცხლე თუნდაც ამ ქსელურ ცხოვრებაში,ამ აზრთა ქაოსში, ან რამდენს იტანს ხალხის ტვინი და გული?!

აქ ის მოხდაო,იქ ის დაინგრაო……რავიცი მარტო აზრთა კი ქაოსია ყველაფერი,მაგრამ რა კარგია სიცოცხლე.მოდიხარ თუნდაც საწვალებლად ,მაგრამ …..რა კარგია სიცოცხლე!

მოვევლინე  და ჩემი მოვლინება ბევრს არ გაუგია,მხოლოდ იმათ ვინც ამ საქმეში დამეხმარა. ჩემს ტირილის მიღმა ჩუმი ქვითინი მომესმა სადღაც გვერდიდან.
ნეტა ვინ ტირის? რა ნაცნობი ხმაა…ეს ხმა…ეს ხომ დედას ხმაა…დედას ჩუმი ტირილის ხმა,რომელიც ასე ხშირად მესმოდა ,განსაკუთრებით როცა მეძინა,ან ეგონა რომ მეძინა.თან ტიროდა და თან მეფერებოდა.მისი ქვითინის ხმა- ასეთი ნაცნობი,მისი ხმა სულ ჩემთანაა ასეთი მშობლიური და საყვარელი.
-გილოცავთ! მშვენიერი ვაჟკაცი გყავთ,-ჩამესმა სრულიად უცხო ხმა,-ვახარებთ ,თქვენი ქმარი ალბათ სულ მოუთქმენლად ელის შვილის დაბადებას,გაგიმართლად ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვია.

-არა,არავინ არის გარეთ,არავინ მელოდება.-ამოიზლუქუნა დედამ.

-კიდევ ერთი უპატრონოა,-უხეში ხმით თქვა უცხო ხმამ,რომელიც ცოტა ხნით სულ სხვა ხმაზე ელაპარაკებოდა დედას.

-კიდევ ერთი უპატრონო,ესეც მოგვიგდებს ბავშვს და გაიპარება იმ კახპასავით ამას წინად რო იყო.

-რა კარგი და ჯანმრთელი ბავშვია,რამდენი ნორმალური ოჯახია წლობით რომ წვალობენ ოღონდაც კი შვილი ეყოლოთ.ეს კახპები კი ერთი ფეხის აშვერაზეც კი ასეთ ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ და მერე აგდებენ.

,,არა, დედიკო მე არ გადამაგდებს,დედა შემპირდა,შემპირდა რომ გვერდიდან არ მომშორდებოდა,რატო ტირის? რატო არაფერს იძახის?

თითქოს ჩემი სიტყვების დასტურად….

-ეს ჩემი შვილია სად უნდა წავიდე მის გარეშე,გარეთ თუ ქმარი არ მელოდება იმას არ ნიშნავს რომ არ მინდა შვილი.

-თავიდან ყველა ასე იძახის.-კვლავ გაიმა უსიამოვნო ხმა.

მაგრამ ამასთან ართად საოცარი შვება ვიგრძენი,დამაწვინეს….დედიკოს გულზე    დამაწვინეს….არა,არა, არ მეშლება,ეს მისი სითბო და დედას სურნელი არაფერში შემეშლება,თნაც მისი ხმა…ასე ახლოს.. იმაზე ახლოს ვიდრე მანამდე მესმოდა ხოლმე დიდი ხნის განმავლობაში.

-არა პატარა ,არ ოტირო ,შენი დედიკო სულ შენთან იქნება,არასოდეს მიგატოვებ.მე ხომ შენთვის და შენით ვცოცხლობ.ჩვენ არავინ გვინდა ისეთი ვისაც ჩვენ არ ვუნდივართ.-სასიამოვნოდ ჩამესმოდა დედის ხმა.

-როგორ მიყუჩდა თითქოს იგრძნო დედის სითბო,-ჩამესმა სულ სხვა ,უცხო ხმა.

-მიუხედავად ყველაფრისა ,ყველაფერს გადავლახავთ ერთად ყველა დაბრკოლებას,- კვლავ განაგრძობდა დედიკო ჩემს თავთან ჩურჩულს,ჩურჩულებდა განსაკუთრებულად,მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი სიტყვებით.-გაიზრდები ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი ბავშვი თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.მიყვარხარ საყვარელო.

მეც დედიკო ,მეც მიყვარხარ ,ძალიან.

- სულ შენთან ვიქნები,რადგან დღეიდან ხომ შენ მყავხარ,მე კი შენ და ეს სასწაულია რადგან სიცოცხლე მშვენიერია!

სიცოცხლე ხომ ასეთი მშვენიერია მიუხედავად ყველაფრისა.

(ესეც ჩემი დებიუტი,უფ…ეს დასაწყისი იყოს და მომავლისთვის ვეცდები ამ პატარას დაბადების ისტორიაც მოგითხროთ)

თქვენი მაჩაბელი


Hello world!

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can alway preview any post or edit you before you share it to the world.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.